ახალი ამბები
ქუთაისში ორ შენობას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
FaceBook

ქუთაისში ორ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


ობიექტების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვის შესახებ შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მიმდინარე წლის 3 იანვარს გამოსცა.

საუბარია,  ფალიაშვილისა და ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე ორ ნაგებობაზე, რომელთაგან ერთ-ერთი კერძო საკუთრებაა, ხოლო მეორე ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა. თუმცა, სტატუსის მინიჭების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაში ინფორმაცია არ აქვთ.

ჩეჩელაშვილის ქუჩის #24-ში მდებარე შენობა ამ დროისთვის ავარიულია. 2016 წლის სექტემბრამდე მასში #29-ე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. ობიექტის ავარიულობის გამო, აღსაზრდელები სხვაგან გადაიყვანეს.


ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის  ყოფილი შენობა

ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ობიექტს ექსპერტიზა ერთხელ უკვე ჩაუტარდა. ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ მისი რეაბილიტაციის რეკომენდაცია მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ შენობის ხელახალი ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიუროს მიმდინარე წლის 9 იანვარს მიმართეს.

გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ ნაგებობისთვის მინიჭებული სტატუსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

თუმცა, ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტეს, რომ თვითმმართველობა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

აღმოჩნდა, რომ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებით, საკუთარი შენობის ახალი სტატუსის შესახებ უკვე ინფორმირებულია ფალიაშვილის ქუჩა #11-ში მდებარე ობიექტის კერძო მესაკუთრე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში გაგვიცხადეს, რომ მასთან შენობის რეაბილიტაციის პროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

"რაც შეეხება,  ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტს, სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მისი რეაბილიტაცია დაუშვებელია," - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

თუ რატომ არ იყო ამ დრომდე ქუთაისში ფალიაშვილისა და ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობები ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში, სააგენტოში აცხადებენ,
რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რაც ადგილზე მოკვლევას, ობიექტების დასურათებას და ფაქტების გადამოწმებას გულისხმობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამა თუ იმ შენობაზე სტატუსის მინიჭება ეტაპობრივად ხდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქუთაისში ძეგლის სტატუსის მქონე სულ 252 შენობაა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.