კიკვიძის ძეგლის გაურკვევლი ბედი - დემონტაჟის მოთხოვნებიდან რეაბილიტაციამდე
13:24 / 09.07.2026

ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი წლებია განხილვის საგანია.




მისი დემონტაჟის მოთხოვნა სხვადასხვა დროს ჰქონდათ როგორც სამოქალაქო აქტივისტებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მიუხედავად არაერთი განცხადებისა და ინიციატივისა, ძეგლის ბედი დღემდე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.


ახლა, როდესაც ზურაბ გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის გამზირებს შორის მდებარე, ე.წ. კიკვიძის სკვერის რეაბილიტაცია იწყება, ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ძეგლის აღება სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არ აქვთ — დაბრუნდება თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლი განახლებულ სივრცეში.

სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პროექტი ითვალისწინებს „არსებული ძეგლის ადგილის შეცვლას შესაბამის ტერიტორიაზე“.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სკვერის განახლების ფარგლებში დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ახალი ქვაფენილის მოწყობა, გამწვანება, განათების სისტემის განახლება, ფანტანის რეაბილიტაცია, საბავშვო და მინი სპორტული მოედნების მოწყობა.


როგორ დაიწყო ძეგლის გარშემო დავა

ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნა განსაკუთრებით აქტუალური 2014 წლიდან გახდა. მისი აღების ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ მხრიდან გაჟღერდა.

ორგანიზაცია აცხადებდა, რომ კიკვიძის ძეგლი საბჭოთა იდეოლოგიასთან დაკავშირებული სიმბოლო იყო და მისი არსებობა ქალაქის ცენტრალურ სივრცეში მიუღებელი იყო.

2015 წელს აღნიშნულ მოთხოვნას ქუთაისის მაშინდელმა მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა. მისი პოზიცია იყო, რომ ძეგლის ადგილზე ყოფნა ქალაქისთვის გადამწყვეტ პრობლემას არ წარმოადგენდა.

„ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხრა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს“, — განაცხადა მაშინ შოთა მურღულიამ.


ინიციატივები ძეგლის შეცვლის შესახებ


კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხზე სხვადასხვა ინიციატივა წლების განმავლობაში არაერთხელ გაჩნდა.

„ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მუნიციპალიტეტს ძეგლის აღებისთვის საკმარისი თანხა არ ექნებოდა, მზად იყო, თავად გაეღო 1000 ლარი დემონტაჟის ხარჯებისთვის.

ძეგლის აღების მოთხოვნით ქუთაისის მერიას წერილობითაც მიმართავდნენ. საკითხზე იმსჯელა ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომაც, რომელმაც რეკომენდაციათა პაკეტში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხი შეიტანა.

ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა ქუთაისის საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის კომისიამაც, რის შემდეგაც საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნა.

მოგვიანებით, 2019 წელს ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი კვლავ გააქტიურდა.

იმ პერიოდში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აცხადებდა, რომ კიკვიძის ძეგლის არსებობა თავისუფალ და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელი იყო.

იმავე წელს ქუთაისის საკრებულომ ონლაინ გამოკითხვაც ჩაატარა. მოქალაქეებს ეკითხებოდნენ, უნდა მომხდარიყო თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი და მის ადგილზე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლების განთავსება.

გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იდეას, თუმცა საბოლოოდ ეს ინიციატივა არ განხორციელდა და კიკვიძის ძეგლი ადგილზე დარჩა.


ამ პერიოდში ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით აქტიურობდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, მათ შორის აკაკი საღინაძე. მისი და სხვა აქტივისტების პოზიციით, საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული მონუმენტი ქალაქის საჯარო სივრცეში აღარ უნდა ყოფილიყო.

ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი იოსებ ხახალეიშვილის მერობის პერიოდშიც გააქტიურდა.

2022 წელს ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ ძეგლის დემონტაჟი კიკვიძის სკვერის რეკონსტრუქციის ფარგლებში უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, საკითხი არ გულისხმობდა ძეგლის განადგურებას და განიხილებოდა მისი სხვა სივრცეში გადატანაც.

თუმცა, მომდევნო პერიოდში ძეგლის დემონტაჟი არ განხორციელებულა.

წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფისა და პირის მიერ დაყენებული მოთხოვნა ახლა უკვე კიკვიძის სკვერის რეაბილიტაციის პროცესს დაუკავშირდა.

პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის ადგილმონაცვლეობა, თუმცა უცნობია, სად გადაიტანენ ვასილ კიკვიძის მონუმენტს და დაბრუნდება თუ არა ის განახლებულ სკვერში.

ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. იგი ახალგაზრდა ასაკიდანვე ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი.

1917 წელს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917-1918 წლებში მონაწილეობდა უკრაინის განმათავისუფლებელი ბრძოლის წინააღმდეგ წარმოებულ შეტაკებებში. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უშუალოდ იყო ჩართული უკრაინის ქალაქ ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.

წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში გასული საუკუნის 60-იანი წლებში განთავსდა, რომელიც მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა შექმნა.

დღის სიახლეები
ქუთაისის საბჭოთა მოზაიკების მემკვიდრეობა — გაქრობის პირას მყოფი ქალაქის ვიზუალური ისტორია
12:25 / 29.05.2026
ქუთაისი ერთ-ერთი იმ ქალაქია, სადაც საბჭოთა ეპოქის მონუმენტური ხელოვნების მნიშვნელოვანი კვალი დღემდეა შემორჩენილი.
„ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნულ მობილიზაციის კამპანიას იწყებს — კულმინაცია 26 მაისს დაგეგმილი აქცია იქნება
11:59 / 31.03.2026
„ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის ორთვიან კამპანიას იწყებს, რომლის კულმინაციაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,
ონლაინ შოპინგი: როგორ ავირიდოთ შეცდომები და შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
სტატიები
 რიონისპირა სახლები — რვაწლიანი დაპირება, შეჩერებული პროექტი და პასუხგაუცემელი კითხვები
13:05 / 29.06.2026

ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ხელისუფლების იმ დაპირებებს შორის რჩება, რომელიც წლების შემდეგაც არ შესრულებულა.

"რეჟიმის დამარცხების გზა მშვიდობიანი პროტესტის გაფართოებაზე გადის"
17:58 / 16.06.2026

ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან  -  ამის შესახებ  პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.

"ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" - როგორ გადანაწილდა მიმართულებები უნივერსიტეტებში
15:43 / 12.02.2026
სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღება ახალი პრინციპით — „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ — გამოცხადდება.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება
13:30 / 23.01.2026
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქალაქში ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება.
რეკლამა
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური — გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თანამედროვე სტანდარტებით!
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
რეგიონი
ამორტიზებული გზა და გადაადგილების პრობლემა - სორმონის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ
11:53 / 21.02.2022
წყალტუბოს სოფელ სორმონში მცხოვრებლებს წლებია ამორტიზებულ გზაზე უწევთ გადაადგილება.
ევროკავშირის დაფინანსებით ზესტაფონის ცენტრალურ პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
13:06 / 18.02.2022
15 წლის შემდეგ, ზესტაფონის ცენტრალურ პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
„გვირილობა“ —  სოლიდარობის დღე სოლიდარობის გარეშე
13:16 / 02.05.2026

„საკუთარი შვილის დაბადების დღე არ მიხარია… ყოველი ახალი დღე ფატალურ შედეგს გვაახლოვებს,“ — ამბობს მამა, რომელიც შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური — გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თანამედროვე სტანდარტებით!
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
ქუთაისელი ძალოსანი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
11:16 / 04.11.2025
ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქუთაისში, 11-12 ოქტომბერს, ყვითელი ფესტივალი გაიმართება
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.