კულტურა
ჭიათურის ძველი მაღარო მუზეუმად გარდაიქმნება — რა მოეწყობა ისტორიულ ტერიტორიაზე
FaceBook
ჭიათურაში, წერეთლის სახელობის ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე, მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს შექმნა იგეგმება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტირების კონკურსი უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, ათწლეულების წინ შეჩერებული მაღარო თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ უნდა გარდაიქმნას, რომელიც ჭიათურის ინდუსტრიულ ისტორიას გააცოცხლებს და რეგიონში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

მომავალი მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მიწისქვეშა გვირაბები იქნება. მათი უსაფრთხო ადაპტაციის შემდეგ, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, სპეციალურ მარშრუტზე გაიარონ და მადნის მოპოვების პროცესის შესახებ ინტერაქტიული ფორმით მიიღონ ინფორმაცია.


კომპლექსში დაგეგმილია საგამოფენო და მისაღები სივრცეები, საინფორმაციო ცენტრი, კვების ობიექტი, სუვენირების მაღაზია, ვიზიტორთა ეკიპირების ზონა, დაახლოებით 100 ადამიანზე გათვლილი საგანმანათლებლო ამფითეატრი და სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე.


მუზეუმში თანამედროვე ტექნოლოგიებიც იქნება გამოყენებული — მათ შორის ჰოლოგრამები და 3D ვიზუალიზაციები, რაც სტუმრებს ჭიათურის სამთო წარსულის გაცნობას განსხვავებული ფორმით შესთავაზებს.

პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ისტორიული მაღაროსთვის ახალი ფუნქციის მინიჭება ხელს შეუწყობს ჭიათურის ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქალაქში
ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება.
13:30 / 23.01.2026
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქალაქში ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება.
19 იანვარს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, ჯგუფი
13:40 / 16.01.2026
19 იანვარს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, ჯგუფი "ფრანი" კონცერტს გამართავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.