ლოგო, სპონსორი და ეკიპირება - სიახლეები ქუთაისის "ტორპედოში"
FaceBook
ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური სპონსორი "კრისტალბეთი" გახდა.

ამ და სხვა სიახლეების შესახებ საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობამ პრეზენტაციაზე გააჟღერა.

„ტორპედოსა“ და კრისტალბეთს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

„გვინდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი, გვერდით დავუდგეთ ქუთაისის „ტორპედოს“, რომ მან არა მარტო საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზოს, არამედ ევროპულ სარბიელზეც. ბიზნესი და ფეხბურთი გვერდით დაუდგენენ ერთმანეთს,“ - განაცხადა კრისტალბეთის პიარ მენეჯერმა, ბექა მახათაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბისა და კრისტალბეთის თანამშრომლობა ერთი წლით არ შემოიფარგლება და ის სამომავლოდ გაგრძელდება. "კლისტალბეთში" არ ასაჯაროებენ თუ რა რაოდენობის თანხის ინვესტირებას აპირებენ. თუმცა,  ამბობენ, რომ ეს თანხა საკმაოდ სოლიდურია.

ახალი სპონსორის გარდა, გუნდში სხვა სიახლეებიცაა. კერძოდ, მომავალ საფეხბურთო სეზონს „ტორპედო“ განახლებული ლოგოთი შეხვდება. მისი ავტორი დიზაინერი რუსუდან დაუშვილი გახლავთ.

„ტორპედოს“ ახალი ლოგო 2001-2002 წლებში არსებული ლოგოს განახლებული ვერსიაა. და ის სამ აბრევიატურას "ტ" , "ქ" და "T" აერთიანებს,“ - განაცხადა შეხვედრაზე კლუბის  პრესსამსახაურის უფროსმა, ედო ბადალაშვილმა.

ასევე, ცვლილება შეეხო გუნდის ფორმასაც. ქუთაისელი ფეხბურთელები თეთრი და შავი ფერის მაისურები იასპარეზებენ. თუმცა, გარდა ამისა გუნდს მესამე სათადარიგო, ყვითელი ფერის ფორმაც ექნება.

საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ეროვნულ ჩემპიონატში მიმდინარე წლის მარტიდან ჩაერთვება. მანანდე კი,  კლუბი სამწვრთნელო შეკრებას თურქეთში გაივლის, რომელსაც ახალი სპონსორი დააფინანსებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.