ახალი ამბები
ქუთაისში პირველკლასელი მოსწავლის ცემის გამო, შესაძლოა, მასწავლებელი გაანთავისუფლონ
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეს მასწავლებელმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და საქმეზე მოკვლევა განათლების და მეცნიერების სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.

სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პირველი კლასის მასწავლებელს სკოლაში მუშაობის 38 წლიანი  სტაჟი აქვს და მსაგვსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა.

"როგორც ვიცი, გაკვეთილზე, დაზარალებული ბავშვი არ გაჩერდა, მოუსვენრად იყო. მასწვალებელმა ააყენა და ხელით მიყავდა კუთხეში დასაყენებლად, რა დროსაც მოსწავლე მოულოდნელად მოტრიალდა და მასწვალებლის ფრჩხილები შემთხვევით გაესვა ყელზე და წამოუვიდა სისხლი" , - გვიყვება სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, შემთხვევის დროს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ხოლო დაზარალებული მოსწავლის მშობელს თავად მასწავლებელმა დაურეკა.

დირექტორის თქმით, შემთხვევაიდან რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა თავად პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც სკოლაში სასწარფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

"მომხდარის გამო იმდენად ცუდად გახდა მასწავლებელი რომ მისთვის სასწრაფოს გამოძახებაც დაგვჭირდა. პოლიციამ შეადგინა ოქმი დაიკითხა მშობელი და მასწავლებელიც, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. სკოლაში ასევე მოვიდნენ სახალხო დამცველის წარმომადგელები და გაესაუბრნენ მშობლებს და მოსწავლეებს",  - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისი თქმით, დაზარალებული მოსწავლის მშობელს სკოლის მასწვალებელთა პრეტენზია არ აქვს და სკოლის დირექციას რამდენჯერმე თხოვნით მიმართა, რომ მასწავლებლის წინაღმდეგ რაიმე სანქციების გატარება არ მოხდეს.

საკითხი განსახილველად განათლების და მეცნიერების სამინისტროს დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა. სწორედ კომიტეტი იმსჯელებს იმის შესახებ დატოვებს თუ არა მასწავლებელი თანამდებობას. სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებელი ამ დროისთვის სკოლაში არ დადის და ბიულეტინით სარგებლობს, ხოლო სამინისტრომ სკოლის დირექციას მასწვალებლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მომხარი ფაქტიდან  სამ კვირაში უნდა აცნობოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.