სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 10 საქმე განიხილეს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლიდან ამ დრომდე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 10 სისხლის სამართლის საქმე წარიმართა.

საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წელს უწყებამ ერთი სისხლის სამართლის საქმე განიხილა, რომელზეც მსაჯულებმა ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ასევე, ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მოხდა 2014 წელსაც. ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.

2015 წელს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში 4 საქმე განიხილეს, ერთზე კი, ბრალდებულის გარდაცვალების გამო, სამართლებრივი დევნა შეწყდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოებაშია 4 სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

"არც ერთი საქმის განხილვა მოცემული ეტაპისთვის დასრულებული არ არის," - აცხადებენ უწყებაში.

ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები, გასულ წელს, ქუთაისში 45 წლის მამაკაცის მკველობის საქმეს განიხილავენ. ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მისმა შვილმა ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვა თავად მოითხოვა, რადგან თავს უდანაშაულოდ თვლის და სასამართლოს არ ენდობა. ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულთა სხდომა უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. პროცესები მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება, მსაჯულები კი საბოლოო ვერდიქტს მიმდინარე თვის ბოლოს გამოიტანენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმეების განხილვა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოებს.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან შედგება. ასევე, ამავე კოდექსით განსაზღვრულია თუ ვის შეუძლია გახდეს ნაფიცი მსაჯული. ("სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"; მუხლი 27-31)



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია
გამართა.
14:06 / 19.04.2024

„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია გამართა.

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.