სამართალი
ქუთაისში, სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
FaceBook
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

პაციენტის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. 

"საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ორსული პაციენტი მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და ამოყვანილ იქნა მკვდარი ნაყოფი, თუმცა, პაციენტის მდგომარეობის არასათანადო მართვის შედეგად, მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე მოხდა პაციენტისათვის ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ორგანოს, საშვილოსნოსა და საკვერცხის ამოკვეთა.

გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლის მიზნით, საიას დახმარებით პაციენტმა მიმართა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“. პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭოს წინაშე დაისვა სამი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი და მათ დაეკისრათ შესაბამისი პროფესიული პასუხისმგებლობა.

სააგენტოს დასკვნის თანახმად, შესწავლის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებები. კერძოდ, სამედიცინო პერსონალის მხრიდან რეცენზენტთა შეფასებით, არ იქნა ნაცადი ორგანოს შემანარჩუნებელი ტაქტიკა. ამასთან, პაციენტს ოპერაციის შემდეგ განუვითარდა შინაგანი სისხლდენა, თუმცა, აღნიშნული ექიმების მიერ დაუსაბუთებლად გამოირიცხა, ხოლო, დაგვიანებული მოქმედების შედეგად პაციენტს ამოკვეთეს საკვერცხე.

გარდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობისა, პრობლემური იყო პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. ინფორმირებული თანხმობის არ არსებობის პირობებში, როდესაც მას არ მიეცა შესაძლებლობა გამოეხატა ნება საშვილოსნოსა და საკვერცხის ამოკვეთის შესახებ, პაციენტს შეეზღუდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა საჭირო იყო მისი ფიზიკური და მორალური ავტონომიის დასაცავად, ხოლო საქმეში პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ მოიპოვება",- აღნიშნულია საიას განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქმის განხილვისას მიიჩნიეს, რომ მოპასუხე დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობა გამოიხატა აუცილებელი, შესაბამისი გულისხმიერებისა და წინდახედულების ნორმების დარღვევაში, პროტოკოლით დადგენილი მეთოდების არასრულად გამოყენებაში, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და მას წაერთვა მომავალში ბიოლოგიური შვილის ყოლის შესაძლებლობა (გარდა სუროგაციის გზით ბავშვის დაბადებისა). შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს პაციენტის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდა.

როგორც საიაში განმარტავენ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული, რადგან იგი ექვემდებარება გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.