ახალი ამბები
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
FaceBook
ტყიბულში, მინდელის  სახელობის შახტში დილით მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება  დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, შახტში 4 ადამიანის დაღუპვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 17 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, ხოლო 6-მდე ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.  “საქნახშირში” მომხდარზე კომენატს არ აკეთებენ. ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მთელი ადმინისტრაცია დაღუპულების გამოყვანაშია ჩართული.

მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა ბოლოს  5 აპრილს მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო.

მომხდარზე გამოძიება მაშინაც ზემოთ აღნიშნული მუხლით დაიწყო. თუმცა, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცით. 

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი იყო დაღუპული. მათ რიცხვს უკვე 4  მიემატა. 

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:


ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს სურსათის უვნებლობის
სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემა;
11:39 / 15.07.2024
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემა;
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 17 ივლისამდე, დასავლეთ
საქართველოში, ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:40 / 15.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 17 ივლისამდე, დასავლეთ საქართველოში, ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.