ახალი ამბები
ქუთაისის მე-4 პოლიკლინიკის დირექტორი - ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა
FaceBook
"ეს განცხადება სავარაუდოდ, დაიწერა პოლიტიკური ჯგუფების მიერ," - ამბობს პოლიკლინიკის დირექტორი.
ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  პოლიკლინიკის დირექტორის მხირიდან ზეწოლისა და ერთპიროვნული მმართველობის თაობაზე, დირექტორი ირაკლი ბრეგაძე ეხმაურება.

ირაკლი ბრეგაძე  განმარტავს, რომ განცხადება, რომელშიც ქუთაისის მერიისა და მე - 4 შერეული პოლიკლინიკის შესახებ ბრალდებები გაჟღერდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"განცხადება სავარაუდოდ, დაიწერა პოლიტიკური ჯგუფების მიერ, იმ მიზნით, რომ მოხდეს ქუთაისის მერიისა და პოლიკლინიკის დისკრედიტაცია, ეს არის ნამდვილად დისკრედიტაციის მცდელობა, რადგან განცხადებაში მითითებული არცერთი ბრალდება არ არის რეალური და ამ ფორმით მოსახლეობა შეიყვანეს შეცდომაში," - განმარტავს ირაკლი ბრეგაძე. 

ირაკლი ბრეგაძემ "ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს კითხვებზე: ნამდვილად მოხდა, თუ არა თანამშრომლების განთავისუფლება და მათ ნაცვლად, ქუთაისის მერიისგან ჩინოვნიკების ნათესავების დანიშვნა, ასევე, რა ვალი აქვს პოლიკლინიკას მერიის მისამართით და რატომ არის ე.წ "ატკატებზე" საუბარი.

აღნიშნულ კითხვებზე, კომენტარს არც ქუთაისის მერიაში აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ მერია მე-4 შერეული პოლიკლინიკის 100% -იანი  წილის მფლობელია, შესაბამისად, ირაკლი ბრეგვაძის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება სწორედ მერიაში უნდა მიეღოთ, რაც განმარტავენ, რომ კანონდარღვევა არ არის.

"მას შემდეგ, რაც პოლიკლინიკის ყოფილმა დირექტორმა თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა, მერიაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცდილი კადრი დაენიშნათ, რაც არ არის კანონდარღვევა," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისის მე- 4 შერეული პოლიკლინიკის დირექტორისა და ქუთაისის მერიის მისამართით ბრალებების თაობაზე თანამშრომელთა ნაწილმა გუშინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. 

აღნიშნული განცხადების მიხედვით, თანამშრომლები პოლიკლინიკის დირექტორს ირაკლი ბრეგვაძეს დაუპირისპირდნენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიკლინიკის დირექტორად ირაკლი ბრეგვაძე ერთპიროვნულად, ქუთაისის მერის მიერ დაინიშნა და ის ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.