პოლიტიკა
უსუფაშვილის ახალ პარტიას ქუთაისში ყოფილი "რესპუბლიკელი" შეუერთდება
FaceBook
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატო ქათამაძე, დავით უსუფაშვილის ახალშექმნილ პოლიტიკურ პარტიას "შენების მოძრაობას" შეურთდება.

"მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები დავით უსუფაშვილის გუნდის წევრად. ასე რომ, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ და ვიქნები იმ გუნდის წევრი, რომლის ლიდერიც იქნება დავით უსუფაშვილი", - ამბობს ნატო ქათამაძე ჩვენთან საუბარში.

რაც შეეხება, მიიღებს თუ არა ნატო ქათამაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკურ ძალა "შენების მოძრაობა" დააფუძნა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, "შენების მოძრაობა" თანამონაწილეობაზეა დაფუძნებული და ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.

"რესპუბლიკური პარტია" პარტიის წევრმა ნატო ქათამაძემ გასული წლის ოქტომბერში დატოვა.

ნატო ქათამაძე "რესპუბლიკური პარტიის" წევრი 13 წლის განმავლობაში იყო, ის ქუთაისის საკრებულოს  დეპუტატია. ის ასევე, საპარლამენტო არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიიდან" ქუთაისის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.