ახალი ამბები
Wizz Air-ის მილანი-ქუთაისის რეისზე 30-მა მგზავრმა გამოფრენა ვერ შეძლო
FaceBook
საქართველოს 30-მა მოქალაქე მილანიდან ქუთაისში გამოფრენას ვერ ახერხებს.

მგზავრები, რომლებმაც Wizz Air-ის მილანი-ქუთაისის რეისით გამოფრენა ვერ შეძლეს, ამ დროისთვის მალპენზას აეროპორტში იმყოფებიან. 

მომხდარის დეტალებს ქუთაისიპოსტს ერთ-ერთი მგზავრი უყვება, რომელმაც, მეგობრებთან ერთად, რეისზე მოხვედრა და გამოფრენა შეძლო.

"რეგისტრაცია დროულად დაიწყო. ორ რიგად ხდებოდა გასვლა. თუმცა ერთი რეგისტრატორი ძალიან ნელა მუშაობდა. არ ვიცით რატო. ბევრი ხალხი მოგროვდა. ჩასხდომას 8 წუთი აკლდა, კონტროლის გავლა რომ დავიწყე. შემდეგ სირბილით მივედით გასასვლეთან. ერთი წუთი რომ დაგგვიანებოდა, ავტობუსს ვერ მივუსწრებდით და ჩვენც აეროპორტში დაგვტოვებდნენ. არ ვიცით რა მოხდა. მიზეზი არავის უთქვამს. 17:44 საათზე უნდა გამოფრენილიყო და 40 წუთის დაგვიანებით გამოვფრინდით. ცარიელი ადგილები იყო  თვითმფრინავში. 30 მგზავრი აეროპორტში დარჩა. ალბათ ვეღარ მოუსწრეს," - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი გიორგი გეგეშიძე.

ავიაკომპანია Wizz Air-ში დეტალებს იკვლევენ.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.