განათლება
მოსწავლეთა ქცევით პრობლემებზე მანდატური და ფსიქოლოგები იზრუნებენ
FaceBook
ქუთაისში მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში, ორი წლის განმავლობაში, რთული ქცევითი პრობლემების მქონე 350 მოსწავლეს გაუწიეს დახმარება. ცენტრი ქუთაისში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას საჯარო და კერძო სკოლებს უწევს.
ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორი, ნათია სულავა ამბობს, რომ ფსიქოლოგიურ დახმარებას არა მხოლოდ მოზარდები, არამედ ხშირ შემთხვევაში მათი მშობლებიც საჭიროებენ. თუმცა, მისი თქმით, ზოგჯერ მშობლები ამ ტიპის დახმარებაზე აურს ამბობენ.
"ქცევითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ფსიქოლოგიური სამსახური დახმარებას უწევს არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც. თუ მშობელი არ იქნება თანახმა, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს გამოკვეთილი პრობლემის დროს ჩარევას. თუმცა, ზოგიერთ მშობელს ფსიქოლოგის ჩარევა მიუღებლად მიაჩნია და ამ მომსახურებაზე აურს ამბობს," - აღნიშნავს ნათია სულავა.
სკოლებში მოსწავლეების ქცევითი დარღვევის პირველადი იდენტიფიკაცია მანდატურის მოვალეობას წარმოადგენს. პრობლემის შესახებ მანდატურმა სკოლის დირექციას და ბავშვის ოჯახს უნდა აცნობოს. თუმცა, მშობლების თანხმობის გარეშე მანდატურს სპეციალური რეფერალის შედგენის უფლება არ აქვს. რეფერალი, სადაც ბავშვის პრობლემური ჩამონათვალია მითითებული, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში გადაიგზავნება.
ქუთაისის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში ამ დროისთვის 4 ფსიქოლოგი, 1 ფსიქიატრი და 1 სოციალური მუშაკი მუშაობს. ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე ამბობს, რომ ცენტრში სკოლებიდან მიმართვიანობა დიდია და ბავშებთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურადაც მუშაობენ.
"თავდაპირველად ხდება საჭიროებების შეფასება და ბავშვის ქცევითი პრობლემების ინდივიდუალობის მიხედვით ხდება ჯგუფების დაკომპლექტება. ბავშვებთან ერთად პარალელურად, ჯგუფურად მშობლებთანაც ვმუშაობთ," - ამბობს თეა ფანჩულიძე.
საჯარო სკოლებში მომუშავე მანდატურები პერიოდულად გადამზადდებიან იმისთვის, რომ მათ ბავშვის პრობლემების იდენტიფიცირება შეძლონ და შესაბამისად, გადაამისამართონ ცენტრში.
ქუთაისის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი მთლიანად იმერეთის რეგიონში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებს ემსახურება. ცენტრის ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე ამბობოს, რომ რეგიონებიდან მომართვიანობა, სირთულის გამო, მხოლოდ ერთჯერად ხასიათს ატარებს.
2013 წელს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიხსნა. გასულ წელს მათ კიდევ თელავისა და ფოთის ოფისები შეემატა. მომავალში მსგავსი ცენტრების შექმნა ზუგდიდში, რუსთავში, ოზურგეთსა და რაჭაშიც იგეგმება.
თბილსიში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან ზარდალიშვილი ამბობს, რომ ქუთაისის ცენტრმა დასავლეთ საქართველოს სათაო ოფისის ფუნქციაც უნდა შეითავსოს. მისი თქმით, ფსიქოლოგიური ცენტრებით საქართველოში არსებული საჯარო სკოლების დაფარვას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება. ზარდალიშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლებში ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურის გასაწევად დღეისათვის არსებული რესურსი საკმარისი არ არის.
"ზოგადად, რესურსის პრობლემა არის. საქართველოში ფსიქოლოგები არიან, მაგრამ იყო ფსიქოლოგი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტიპის სამუშაო შეასრულო. ამას კიდევ სხვა ცონდა, პრაქტიკა და გადამზადება ჭირდება," - ამბობს ლევან ზარდალიშვილი.
სპეციალურ გადამზადებას ასევე, სკოლებში მომუშავე მანდატურებიც გადიან. მოქმედი კანონმდებლობით, სასწავლო დაწესებულებებში მანდატურად მუშაობის უფლება ზოგადი განათლების მქონე პირსაც აქვს.
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამკაცრებაზე და საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს. ლევან ზარდალიშვილის თქმით, საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა გამკაცრდეს და უმაღლესი განათლება აუცილებელი უნდა გახდეს.

დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.