განათლება
ქუთაისში სტუდენტური დღეები იწყება - "მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის"
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 4 ნოემბერს იწყება.

სტუდენტური დღეების ორგანიზატორი წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობა არის და მასში მონაწილეობა მხოლოდ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.

"სპორტის და ახლაგაზრულ საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ყოველ გაზაფხულს ტარდება მთელის ქვეყნის მაშტაბით სტუდენტური დღეები, რომელშიც ამ უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებენ მონაწილება. მაგრამ ნოემბერში თვითმმართველობის ორგანიზებით ვაწყობთ მსგავსი ტიპის, წერეთლის უნივერსიტეტის შიდა სტუდენტურ დღეებს, რომლის მსგავსიც არცერთ უნივერსიტეტში არ ტარდება "- ამბობს უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი.

სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილია 24 სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები (ფრენბურთი, ფეხბურთი, მკლავჭიდი, ტენისი, ნარდი, შაში, ჭადრაკი ,სროლა,კალადბურთი, ბილიარდი, დართსი). ასევე, იგეგმება ფოტოკონკურსი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, მხატვართა და პოეტთა კონკურსი, ფილმის ჩვენება, წიგნის განხილვა, ესეების კონკურსი და სხვა.

4 ნოემბერს სტუდენტური დღეები წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 17  საათზე მანსანკანით გაიხსნება.

"შიდასაუნივერსიტეტო მანსანკანის ფესტივალი გახსნის სტუდენტურ დღეებს, მასში სხვადასხვა ფაკულტეტის გუნდები მიიღებენ მონაწილებას. მანსანკანის ფინალი 5 ნოემბერს არის დაგეგმილი"- ამბობს ოკრიბელაშვილი.

ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ. მონაწილეობის მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია ხვალიდან იქნება შესაძლებელი.

"ხვალიდან გამოიკვრება საინფორმაციო სახის პლაკატები, სადაც ყველა ღონისძიების შესახებ იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი სტუდენტებისთვის. რეგისტრაცია იწარმოებს ბლანკებით, სადაც სტუდენტებმა უნდა მიუთითონ პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, ფაკულტეტი და ა.შ). იქედან გამომდინარე, რომ მონაწილების მიღება შეუძლიათ მხოლოდ სტუდენტებს, სტუდენტობა დადასტურებული იქნება პირადობის დან სტუდ ბილეთის საშუალებით. ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის," -  ამბობს თვითმმართველობის პრეზიდენტი.

სტუდენტურ დღეებზე ელოდებიან სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან და  სახვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობებიდან.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური დღეების დასკვნითი ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება, სადაც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად თეატრალური კვარტეტი მიიღებს მონაწილეობას.

"საღამოზე დასწრება ბილეთების საშუალებით მოხდება. 15 ნოემბრიდან დაახლოებით პირველ 800 მსურველს შესაძლებლობა ექნება მობრძანდეს უნივერსიტეტის თვითმმართველობაში და მიიღოს ბილეთი"-ამბობს ოკრიბელაშვილი.

"სტუდენტურ დღეებისთვის"  უნივერსიტეტის მიერ სტუდენტური თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან 20 000 ლარამდე არის განსაზღვრული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.