გამჭვირვალე თვითმმართველობა
"დეპუტატი ბიზნესში"- საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ქონებრივი მდგომარეობა
FaceBook
ქუთაისიპოსტი  აგრძელებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას.

ვინ რა ბიზნესს და ქონებას ფლობს წარმომადგენლობით ორგანოში, ინფორმაციას ამის შესახებ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ, რუბრიკაში "დეპუტატი ბიზნესში".

რუბრიკის ფარგლებში მოგითხრობთ საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებზე, ირაკლი შენგელიასა და რამაზ ჩხიკვაძეზე.

ირაკლი შენგელია:
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.


ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი შენგელია ბიზნეს საქმიანობას არ ეწევა. სამეწარმეო რეესტრში მის სახელზე არც ერთი კომპანია არ ფიქსირდება.

საკანონდებლო საქმიანობის პარალელურად, იგი მხოლოდ სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს.

რაც შეეხება მის ქონებას, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ირაკლი შენგელიასა და მისი ოჯახის წევრების სახელზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ფიქსირდება.

დეპუტატის მიერ მიმდინარე წლის 22 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შენგელიას ბინა აქვს ბათუმში, მასვე ეკუთვნის 50%–იანი წილი საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში. დედის, ტასო კოდუას სახელზეა გაფორმებული ბინა თბილისში, რომელიც 2010 წლამდე ირაკლი შენგელიას ეკუთვნოდა. დეპუტატის მამა, რევაზ შენგელია კი, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქუთაისში საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს.

ირაკლი შენგელია ამბობს, რომ დედის სახელზე გაფორმებული ბინა უკვე გაყიდულია.

"ეს ბინა უკვე აღარ არის ჩვენი. რამდენიმე დღის წინ გაიყიდა და შედარებით უფრო პატარა ფართი, 50 კვ.მ ისევ თბილისში ვიყიდეთ. ისიც დედაჩემის სახელზე იქნება",–ამბობს ირაკლი შენგელია.

საჯარო რეესტრის 2017 წლის 13 თებერვლის ამონაწერით, შენგელიას სახელზე საცხოვრებელი ბინა ფიქსირდება ქუთაისში, თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ ქონება გაყიდა და მას აღარ ეკუთვნის.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი შენგელიამ 2017 წელს შეიძინა 17 7000 დოლარის ღირებულების "მაზდა 3". მის მამას, რევაზ შენგელიას კი ამავე წელს 29 000 დოლარად შეძენილი "მაზდა CX 5" ჰყავს.


რამაზ ჩხიკვაძე:

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

სამეწარმეო საქმიანობას არც საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე ეწევა.

რამაზ ჩხიკვაძეს საჯარო რეესტრის ამონაწერში მხოლოდ ერთი უძრავი ქონება, ყიფიანის ქუჩაზე, 68 კვ.მ საცხოვრებელი სახლი უფიქსირდება.
იგი ინდ.მეწარმედ არის დარეგისტრირებული, თუმცა, მის სახელს არც ერთი კომპანია არ უკავშირდება.

რეესტრის ამონაწერით, რამაზ ჩხიკვაძე იმერეთის რეგიონალური ფუტსალის ასოციაციის, სამეცნიერო-შემოქმედებითი კავშირი "ინტელექტის" დირექტორი და გამეგეობის წევრია, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ტორპედო-2008"-ს დახმარების და აღორძინების ფონდი "გოლის" დამფუძნებელი, თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ არც ერთი მათგანი აღარ ფუნქციონირებს.

"არც ფუტსალის ასოციაცია და არც "ინეტელქტი" არ ფუნქციონირებს. შეიქმნა და მორჩა. არც უმუშავია. რაც შეხება "ტორპედოს" დახმარების ფონდს, ეს 2008-ში შეიქმნა, მაგრამ შემდეგ, როცა კლუბი "ვისოლმა" შეისყიდა, ეს ფონდიც გაჩერდა",-ამბობს რამაზ ჩხიკვაძე.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს 2010 წელს 5000 დოლარად შეძენილი მერსედესი ჰყავს.


ამავე თემაზე:

აუქციონის გარეშე გაიჯარებული ტროტუარი და დეპუტატის „ფერადი ქვიშა“


მირან კოპალეიშვილი რუბრიკაში „დეპუტატის ბიზნესი“
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები






2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული
სამუშაოები.
13:20 / 29.12.2018
2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული სამუშაოები.






არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22
სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
17:33 / 28.12.2018
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
"ტორპედო" -"ორდაბასის" მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ქუთაისის მერიამ უფასო ავტობუსები გამოიყო.
სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ  მარკოიძეს,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გამაგრილებელი სასმელების მაცივარი გატეხეს.
"ტორპედოს" შენი მხარდაჭერა ისე სჭირდება, როგორც არასდროს“ - ამ სლოგანით კლუბი გულშემატკივრებს 18 ივლისს, ევროპა ლიგის მატჩზე  დასწრებისკენ მოუწოდებს.
კაფე ,,სავანეს’’ მეპატრონეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში  გააპროტესტებენ.
ქუთაისის მერია პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს, გოგი წულაიას ბრიფინგს პასუხობს.
დღეს, 16  ივლისს, 18:00 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში" კაფე-ბარ "სავანეს" მეპატრონეების ბრიფინგი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე "სავანეს ",   ობიექტის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა.