რუბრიკა „ქუთაისი დღეს“ ქუთაისის სხვადასხვა უბანსა და მნიშვნელოვან ლოკაციას დაეთმობა.
რუბრიკის მიზანია, ობიექტურად წარმოვაჩინოთ, რამდენად
მოწესრიგებულია ქალაქის სხვადასხვა უბანი, რა პრობლემები არსებობს და
რა გამოწვევების წინაშე დგანან ადგილობრივები.
რუბრიკის პირველი ვიდეო ეპოზოდი ეხება, ქალაქის ერთ-ერთ
ისტორიულ უბანს , რომელიც მოუვლელია.
"ჩემს უკან არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი, ზაქარია
ფალიაშვილის სახლმუზეუმი, ულამაზესი მდინარე რიონი და ზოგადად ახლა
ვართ ისტირიული ქუთაისის ტერიტორიაზე. რასაც თქვენ ახლა ხედავთ ეს
არის შუა საუკუნეების უძველესი შენობების ნარჩენები. ქუთაისი ახლა ეს
არის, დღეს ქალაქი არის ნაგავში", -
ამბობს რუბრიკის სტუმარი კონსტანტინე ჭარხალაშვილი, რომელიც
წლების განმავლობაში ქუთაისის მერიის ტურიზმის განყოფილებას
ხელმძღვანელობდა, დღეს კი ტურიზმის სფეროს ექსპერტია.
რუბრიკა „ქუთაისი დღეს“ ქუთაისის სხვადასხვა უბანსა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან ლოკაციებს დაეთმობა.




მასალის გამოყენების პირობები