ქუთაისელი მწვრთნელი და მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
FaceBook
"ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მწვრთნელი და ვეტერანი მოჭიდავე გოჩა კირკიტაძე, თავისუფალ ჭიდაობაში, ვეტერანთა შორის (D ასაკობრივ კატეგორიაში, 62 კგ.), ოქროს მედალს დაეუფლა.

ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ ტატაბანიაში ჩატარდა.

გოჩა კირკიტაძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო.

პირველ ორთაბრძოლაში მან თურქი ფეიზულარ ზენგინი 7:0 დაამარცხა.

მეორე შეხვედრა მონღოლ პურევ ოჩირ-დარის 10-0 მოუგო.

მეოთხედფინალურ შეხვედრაში ასევე მონღოლი ბატნასან ტურუმბატი 11-0 დაამარცხა.

ნახევარფინალში ამერიკელ მეტოქეს რობინსონ პრებიშს სძლია 11-0.

ფინალში კირკიტაძემ დაძაბულ ორთაბრძოლაში, ყაზახი სამათ აიტკულოვი 3:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
11:16 / 04.11.2025
ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქუთაისის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი, 2009-2010 წლებში დაბადებულთა
შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
10:35 / 03.11.2025

ქუთაისის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი, 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.