მომავალ წელს, საქართველო 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
FaceBook
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში ბრუნდება.
მსოფლიოს რაგბის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ჩემპიონატს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს.

მომავალი ვარსკვლავები თბილისსა და ქუთაისში ითამაშებენ.

მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე იზრდება და ქართველ გულშემატკივარს რაგბის მომავალი ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა ექნება.

აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაარსების პირველ ორ წელს - 2008 და 2009 წლებში მონაწილეთა რაოდენობა ასევე 16 იყო, მერე კი 12-მდე შემცირდა.

"გაისად საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომლებიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობენ - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც შარშანდელ ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან - ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი" ,- განმარტავენ საქართველოა რაგბში. 

2017 წელს, 20-წლამდელთა მე-10 ჩემპიონატი საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს „აია არენა“ და „ავჭალის“ სტადიონი მასპინძლობდა, ფლეი ოფები და ფინალები კი „მიხეილ მესხზე“ შედგა.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ მის საორგანიზაციო მხარეს უმაღლესი შეფასება მისცა და საუკეთესოდ ორგანიზებული 20-წლამდელთა ჩემპიონატი უწოდა. მაშინ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა და ჩემპიონის ტიტული ახალმა ზელანდიამ მოიპოვა (ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა), საქართველო კი მე-10 ადგილს დასჯერდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #რაგბი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის
პირველ შეხვედრას ყაზახურ „ორდაბასთან
11:04 / 10.07.2025
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ყაზახურ „ორდაბასთან" გამართავს.
ისტორიაში პირველად, აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე,
საქართველომ მედალი მოიპოვა.
12:08 / 03.06.2025
ისტორიაში პირველად, აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველომ მედალი მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.