8 ივნისს, ქუთაისში გასამართი საქართველო-კაბო ვერდეს მატჩის
ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს
biletebi.ge-ზე უკვე შეუძლიათ და მისი ფასი 20 ლარიდან
იწყება.
8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქუთაისში
ბრუნდება.
ვილი სანიოლის გუნდი, 8 ივნისს, ამხანაგურ შეხვედრაში, კაბო ვერდეს
ეროვნულ გუნდს შეხვდება.
მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
ბოლო მატჩი, რომელიც ეროვნულმა გუნდმა რამაზ შენგელიას სახელობის
სტადიონზე ითამაშა, 2017 წლის 13 ნოემბერს, ბელარუსის წინააღმდეგ 2-2
დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები