ქუთაისელმა მოფარიკავემ, ბულგარეთის მსოფლიო თასზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
FaceBook
ბულგარეთში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ქუთაისელმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მან მეოთხედფინალში ტუნისელ მოფარიკავეს 15:14 სძლია, ნახევარფინალში კი კორეელ სპორტსმენთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"ბედნიერი ვარ დღევანდელი შედეგით, სულ რაღაც 1 თვეა, დავიწყე ვარჯიში ახალ გუნდთად ერთად, რომლებიც უკვე ძალიან მიყვარს და ერთად წინ წავალთ. მადლობა ჩემს ოჯახს, ვისაც ჯერა ჩემი ყოველთვის და გვერდში მიდგას, მადლობა ჩემს საქართველოს, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება, გპირდებით!", - თქვა სანდრო ბაზაძემ.

23-26 იანვარს ბულგარეთმა, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის, მსოფლიო თასს უმასპინძლა.

ტურნირში ასევე, იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა: ვახტანგ არჩვაძემ, ალექსანდრე თავართქილაძემ, დავით თავართქილაძემ და ალექსანდრა კუვაევამ.

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მე-7 ადგილი დაიკავა და მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდს შორისაა. 

მსოფლიო თასზე 253 მოფარიკავე გამოდიოდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ
12:09 / 11.02.2025
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს”, ახალი სეზონიდან, 3 წლის ვადით, გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან.
ანასტასია კირთაძე 
11:48 / 25.01.2025
ანასტასია კირთაძე  "ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში" გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.