ქუთაისელმა მოფარიკავემ სეულის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
FaceBook
N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მან ფინალური შეხვედრა ეგვიპტის წარმომადგენელთან, ზიად ელსისთან 15:13 დათმო და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ფინალამდე მისასვლელად სანდრო ბაზაძემ არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა. მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კორეელი ხმლით მოფარიკავე ბონგილ გუ იყო.

სეულის გრან პრიზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, სანდრო ბაზაძის სარეიტინგო ქულა 39-ით გაუმჯობესდა. შესაბამისად, მსოფლიო რეიტინგში კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს და დამაჯერებლად ლიდერობს.

სარეიტინგო ქულის გაუმჯობესებით მან კიდევ უფრო გაიმყარა მსოფლიოს N1 მოფარიკავის პოზიცია და მეორე ადგილოსან ეგვიპტელ მოფარიკავე ზიად ელსისს 38 ქულით უსწრებს.

2022 -2023 წლების რეიტინგის მიხედვით, სანდრო ბაზაძე 303 ქულით პირველ ადგილს იკავებდა.

2021-2022 წლებში 175 სარეიტინგო ქულით მეორე ადგილს იკავებდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.