დუდუ დადიანის მემორიალი „ქუთაისი 2010-მა“ მესამედ მოიგო
FaceBook
საკალათბურთო კლუბმა „ქუთაისი 2010“-მა დუდუ დადიანის სახელობის მემორიალი მესამედ მოიგო.
კლუბმა, მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის ხელმძღვანელობით, ზესტაფონის „მარგვეთი“ ანგარიშით 94:89 დაამარცხა.

„მინდა, ეს გამარჯვება ჩვენს გუნდს, ყველა გულშემატკივარს, მთელს ქალაქს მივულოცო. ვფიქრობ, ღირსეულად და დამსახურებულად მოვიგეთ. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა მთელი გუნდის თავდადებას და ერთობას, რაც ძალიან მახარებს. სწორედ ამ თვისებებით მოვიგეთ. ეს განწყობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რადგან წინ ხანგრძლივი, რთული სეზონი გველოდება“, - განაცხადა კოტე ტუღუშმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტურინირის საუკეთესო მოთამაშედ აკაკი დვალიშვილი დასახელდა, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ MVP-ის ტიტული გადაეცა.

„ქუთაისი 2010“-ს დადიანის მემორიალი აქამდე 2011 და 2020 წლებში ჰქონდა მოგებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.