ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგიონერები ავღანეთის ნაკრებში მიიწვიეს
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ორი ფეხბურთელი რაჰმატ აკბარი და ომრან ჰაიდარი ავღანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ავღანელები, 12 და 17 ოქტომბერს, მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

რაჰმატ აკბარი ავღანეთშია დაბადებული, მაგრამ, ამავე დროს, ავსტრალიის მოქალაქეა. 23 წლის ნახევარმცველს უთამაშია ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებშიც. ავღანეთის ეროვნულ გუნდში 2023 წლიდან იწვევენ და მისი ფორმით ერთი მატჩი უკვე ჩაატარა.

25 წლის ომრან ჰაიდარი კი ნიდერლანდებში დაიბადა. ის „როდას“ ახალგაზრდულ გუნდში იზრდებოდა. 2017 წლის ივლისში „ემენში“ გადავიდა, ხოლო 2018 წლის 1 ივლისს – „დორდრეხტში“. ომრან ჰაიდარი ავღანეთის ნაკრებში 2018 წელს მიიწვიეს და 19 აგვისტოს სადებიუტო შეხვედრა პალესტინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (0:0) ჩაატარა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტორპედო
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.