ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „აქტობესთან“ დამარცხდა
FaceBook
ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „აქტობეს“ „შენგელია არენაზე“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბიდან გოლი, მეორე ტაიმში, 89-ე წუთზე, გიორგი არაბიძემ გაიტანა.

თამაშის შემდეგ "ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კომენტარი გააკეთა. განმარტა, რომ მათი სათამაშო სტრატეგია აგრესიულ თამაშს და მეტოქის აქტიურ პრესინგს გულისხმობდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.

"საკმარისი მოძრაობა და ტემპი არ გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო სწრაფად ავთამაშდით და პირველ 20 წუთში ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა მათი უმრავლესობა ვერ გამოვიყენეთ. მერე შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. ასეთი წაგების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

ჩვენი მიზანია, ყაზახეთში ძალიან დიდი ძალებით შევუტიოთ და სწრაფი გოლის გატანას პირველივე წუთებიდან შევეცადოთ. ამ ორმატჩიანი შეხვედრის ბედის შემოსატრიალებლად სხვა გზა არ დაგვრჩენია“,
– განაცხადა სტივ კინმა.

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.