"ქუთაისი 2010"-ის მთავარი მწვრთნელი კვლავ კოტე ტუღუში იქნება
FaceBook
საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010"-ის მთავარი მწვრთნელის პოსტს კვლავ კოტე ტუღუში დაიკავებს.

ამის შესახებ მან Euronews Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ გადაწყდა, რომ მე დავრჩები ქუთაისის კლუბში და გავაგრძელებ კარიერას სწორედ ამ ისტორიულ და უმნიშვნელოვანეს ქალაქში. ქუთაისი ქართული კალათბურთისთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქია და მე მაქვს ბედნიერება, დავიცვა ამ ქალაქის ღირსება. არაერთხელ გავხდით საქართველოს ჩემპიონები და წელსაც, კვლავ ვიბრძოლებთ უმაღლესი მიზნებისთვის“,-
განმარტა მან.

კოტე ტუღუში ქუთაისის საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი 2015 წლიდან იყო. გასული წლის მაისში, მას ამ პოზიციაზე ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. როგორც მაშინ განმარტა, კარიერის გაგრძელებას სხვაგან გეგმავდა.

ტუღუშს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 2011 წლიდან ის ეროვნულ გუნდში იგორ კოკოშკოვის ასისტენტი იყო, ხოლო სერბი სპეციალისტის წასვლის შემდეგ, 2017 წლამდე ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ. 2016 წელს კი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა.

ამჟამად ტუღუში საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.