ქუთაისელი მოჭადრაკეები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
FaceBook
საქართველოს ჩემპიონები ჭადრაკში ქუთაისიდან ბარბარე აშოთია და ანასტასია კირთაძე გახდნენ.

საქართველოს რიგით 32-ე პირველობის უმაღლესი ლიგა ასაკობრივ კატეგორიებში თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობდა.

ბარბარემ, 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ბრწყინვალე შედეგით (რვიდან რვა გამარჯვება), საქართველოს ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე მოიპოვა (მწვრთნელი დავით მაღალაშვილი). ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, მეორე და მესამე ადგილები ანასტასია ქუთათელაძემ და ანასტასია ჭიჭინაძემ გაინაწილეს. 12 წლამდე ბიჭებში კი მესამე ადგილი ასევე ქუთაისელმა გაბრიელ გაბადაძემ დაიკავა.

ანასტასია კირთაძე კი საქართველოს ჩემპიონი 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გახდა (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე). ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, მესამე ადგილზე მართა გოთიაშვილი გავიდა.



ჩემპიონატი, 3 ასაკობრივ კატეგორიაში, 6 ტურნირად ჩატარდა როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის. ასპარეზობაზე საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი ასპარეზობდა.

შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, ხოლო მონაწილეთა საერთო რაოდენობა 177 გახლდათ.

I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის საგზურით (შესაბამის ასაკებში) დაჯილდოვდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.