კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა.

საფეხბურთო კლუბის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ჩხეტიანისა და „ტორპედოს“ მენეჯმენტის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა.

ჩხეტიანი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი სამჯერ იყო. იგი კლუბში 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2017 წელს გუნდმა, მისი ხელმძღვანელობით, ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი "ტორპედომ" საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. კახა ჩხეტიანის მწვრთნელობის პირობებში "ტორპედომ" პირველად ითამაშა ევროპა ლიგის პლეი-ოფში.

ამის შემდეგ კახა ჩხეტიანმა, ფინანსური კრიზისის დროს, კლუბი დატოვა და "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა, თუმცა, 2021 წელს იგი კლუბიდან გაუშვეს.

ჩხეტიანმა "ტორპედო" მესამედ 2022 წლის მაისში ჩაიბარა. წარმატებული სამწვრთნელო კარიერის გამო, მის დაბრუნებას ქუთაისელი გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

ვინ გაწვრთნის ამ ეტაპზე ქუთაისის საფეხბურთო კლუბს, ჯერ უცნობია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.