ქუთაისელი მოჭადრაკე იმერეთის ჩემპიონი მეცხრედ გახდა
FaceBook
11 წლის ბარბარე აშოთია ჭადრაკში იმერეთის ჩემპიონი გახდა.

მან 12 და 14 წლამდე გოგონათა ტურნირში ერთდროულად მიიღო მონაწილეობა და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.

იმერეთის ჩემპიონატი ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში მიმდინარეობს. ჩემპიონატი 3 მარტს გაიხსნა და 12 მარტს დასრულდება.

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ასევე, მათ რეკომენდაცია გაეწევათ 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატზე (შესაბამისს ასაკებში) დასაფინანსებლად.

ქუთაისელი ბარბარე აშოთია ასაკობრივ ჩემპიონატებში 9-გზის იმერეთის ჩემპიონია.

ბარბარე ი.კაკუშაძის სკოლის "მომავალი ჩემპიონები"მოსწავლეა. მისი მწვრთენელი დიდოსტატი დავით მაღალაშვილი და ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია კაკუშაძეა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.