“გვაქვს უფრო დიდი ამბიციები, ვიდრე გასულ სეზონში"
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი  „ტორპედო“ წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

ამის შესახებ გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა  გიორგი არაბიძემ  "ტორპედოს"  თურქულ შეკრებაზე ისაუბრა. 

არაბიძე იმედოვნებს, რომ კლუბი ახალ სეზონში დასახულ მიზნებს წარმატებით განახორციელებს.

„შეკრება კარგად მიდის, გეგმას მივყვებით. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. ვემზადებით ახალი სეზონისთვის, გვაქვს უფრო დიდი ამბიციები, ვიდრე გასულ სეზონში. ქუთაისის „ტორპედო“ წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, რომელსაც ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. ევროტურნირია და ყველა მოტივირებულები ვიქნებით“, - ამბობს ფეხბურთელი. 

„ტორპედომ“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. კლუბი საწვრთნელ პროცესს ჯერ თბილისში გადიოდა, 14 იანვრიდან კი თურქეთში გაემგზავრა.

ამჯერად, ქუთაისელებმა ერთთვიანი შეკრება სიდეში დაგეგმეს, რომლის ფარგლებშიც 8 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ, საქართველოში კი 16 თებერვალს დაბრუნდებიან. 


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტორპედო
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.