"ტორპედოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას გიორგი ტუღუში ჩაიბარებს
FaceBook
ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას დღეიდან, 23 იანვრიდან, გიორგი ტუღუში ჩაიბარებს, მისი ასისტენტი კი არჩილ ჩხაბერიძე იქნება.

ტუღუში ამ თანამდებობაზე მასიმილიანო ფერარის ჩაანაცვლებს, რომელიც 2022 წლის სეზონში „ტორპედოში“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას კურირებდა.

„საფეხბურთო კლუბი „ქუთაისის ტორპედო“ მასიმილიანო ფერარის და მის თანაშემწეს, ირაკლი ბასილაძეს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსათვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „ტორპედოში“ აცხადებენ, გიორგი ტუღუში პროლიცენზიის მქონე სპეციალისტია. ის მწვრთნელთა განათლების კურსების ტუტორი გახლავთ, სადაც საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას ქართველ მწვრთნელებს უზიარებს.

გიორგი წარსულში თბილისის „დინამოს“ აკადემიას ხელმძღვანელობდა და ბავშვთა ფეხბურთში არაერთი წელი აქვს გატარებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი  „ტორპედო“ მედიაკომპანია
„Matchday“-ის სოციალურ პროექტს
14:38 / 31.01.2023
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი  „ტორპედო“ მედიაკომპანია „Matchday“-ის სოციალურ პროექტს "ფეხბურთი ყველასთვის" უერთდება.
საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში მერი არაბიძის ერთპიროვნული
გამარჯვებით დასრულდა.
10:07 / 31.01.2023
საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში მერი არაბიძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.