რუსეთის შვიდკაცა რაგბის ნაკრებს, ქუთაისში საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრება სურს
FaceBook
ქუთაისში, შესაძლოა,  რუსეთის შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრები ჩამოვიდეს.

ოკუპანტი ქვეყნის ნაკრებს, სავარაუდოდ, ქუთაისის სარაგბო კლუბი "აია" უმასპინძლებს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი კობა გიორგაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ვიზიტის შესახებ კლუბისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.

"ჯერ არავის არაფერი უთქვამს, ოფიციალურად არ მოუმართავთ. მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, სპორტი სხვაა და პოლიტიკა სხვა", - ამბობს კობა გიორგაძე.

რუსეთის ეროვნული ნაკრების ვიზიტის შეახებ ინფორმაცია, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მენეჯერმა, ალექსანდრე ნიჟარაძემ დაადასტურა. მისი თქმით, შეკრების ინიციატივა რუსეთის ნაკრებმა გამოთქვა, საქართველო კი ამ შეკრებით, ევროპის ჩემპიონატის წინ მეტოქის მინუსებს და პლუსებს კარგად შეისწავლის.

"ივნისსა და ივლისში საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასა და რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები აქვს. მნიშვნელოვანი შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გვექნება. აქედან გამომდინარე, მოსამზადებელი პერიოდი გვჭირდება. თებერვალში ესპანეთში შეკრებაზე წასვლას ვაპირებდით, სადაც ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ნაკრებთან ერთად საერთო შეკრება უნდა გაგვევლო, თუმცა სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო ეს შეკრება გაუქმდა, რის გამოც გასვლითი ტური ვერ შედგა.

ამის შემდეგ რუსეთმა გამოთქვა ინიციატივა, რომ ჩამოსულიყო თავისი ხარჯით აქ და გაემართა შეკრება. დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენთან თამაშების გამართვა უნდათ. რუსეთი რეიტინგში ჩვენზე წინ არის და რეალურად ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მათი მინუსები და პლუსები კარგად შევისწავლოთ. ეს იმისთვის გამოგვადგება, რომ სამომავლოდ ევროპის ჩემპიონატზე რომ გავალთ, ვიცოდეთ როგორ გუნდთან მოგვიწევს თამაში",
- განაცხადა ალექსანდრე ნიჟარაძემ.

ოკუპანტი ქვეყნის ნაკრებს ქუთაისის 24 თებერვალი - 1 მარტის პერიოდში უმასპინძლებს.

"აია" კერძო კლუბია. ის ქუთაისის მერიისგან ყოველწლიურად ფინანსდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.