13 წლის მეკარე, 16 წლის კაპიტანი - ვინ ითამაშა „ტორპედოს“ სახელით უმძიმესი კრიზისის ფონზე (ვიდეო)
FaceBook

ეროვნულ ლიგაში  გუნდის გარეშე დარჩენილი საფეხბურთო კლუბი  „ტორპედო“ უმძიმეს ვითარებაში იმყოფება. კლუბი ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა დროებით დატოვა და ფინანსური კრიზისის პირობებში მოედანზე გასვლას არ აპირებს.


19 ოქტომბერს,  „საბურთალოსთან“ დაგეგმილ მატჩში,  გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი იძულებული გახდა ასაკობრივი ჯგუფის ფეხბურთელები გაეყვანა.


განაცხადში ყველაზე მცირე ასაკის  13 წლის მეკარე, სოსო კოპალიანი იყო, რაც „ტორპედოს“ ისტორიაში პირველი შემთხვევაა.   გუნდის კაპიტნობა  კი,  მთავარმა მწვრთნელმა 16 წლის დავით ასათიანს ჩააბარა.

გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად,  შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა. საბოლოოდ „ტორპედო“ საბურთალოსთან“ 0:2 დამარცხდა.


მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.


„მადლობას  გიხდით ყველას, ძალიან მაგრები ხართ, ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენ დაამტკიცეთ, რომ როგორი ცუდი პერიოდიც უნდა გვქონდეს, მომავალი არის და ეს  მომავალი ხართ თქვენ“,- მიმართა კახა ჩხეტიანმა ფეხბურთელებს.



ვიდეოს "სპორტ მოამბე" ავრცელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.