„ტორპედო“ „კუკესთან“ მატჩის მსაჯობას გაასაჩივრებს
FaceBook
ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკესთან" ჩატარებული მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს.
კლუბის ოფიციალური ფეისბუკ გვერდის ინფორმაციით, "ტორპედო" სადავოდ მიიჩნევს ორ თერთმეტმეტრიანს და ორ არჩათვლილ გოლს.

"ტორპედო" ალბანურ "კუკესთნ" გუშინ გამართულ შეხვედრაში 0:2 დამარცხდა, თუმცა, ორი მატჩის ჯამში ქუთაისურმა კლუბმა  5:4 მოიგო და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

"მთავარი არის, რომ გადავლახეთ და გადავედით პლეი ოფში. ვულოცავთ "კუკესს" გამარჯვებას, დაიმსახურეს",- განაცხადა "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა,  კახა ჩხეტიანმა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

ევროპა ლიგის მატჩი საქართველოს არც ერთი ტელეარხით არ გადაცემულა.

კლუბის ინფორმაციით, მატჩის საქართველოში ტრანსლირება იმის გამო ვერ მოხდა, რომ სიგნალის შესყიდვაზე არც ერთი ქართული კომპანია არ დათანხმდა.

"მატჩის ტრანსლაციის უფლებებს მხოლოდ მასპინძელი კლუბი ფლობს, "კუკესის" გადაწყვეტილებით მატჩის სიგნალი გასხვისდა კერძო კომპანიაზე. ეს კომპანია მატჩის ტრანსლირებას თავდაპირველად ყიდდა 20 000 ევროდ, თუმცა "ტორპედოს" ჩარევის შემდგომ იგი წამოვიდა მოლაპარაკებაზე და სიგნალის 6 000 ევროდ გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვეცადეთ გაგვეხარებინა გულშემატკივარი და მატჩის ტრანსლაცია პირდაპირი ეთერით შემდგარიყო, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერცერთ ქართულ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა... ყველამ უარი განაცხადა ქვეყნის ჩემპიონი და ევროტურნირებზე ერთადერთი ქართული კლუბის ტრანსლაციის ყიდვაზე",-ნათქვამია კლუბის ფესიბუკის ოფიციალურ გვერდზე.

უკვე ცნობილია, რომ პლეი ოფში "ტორპედო" ბულგარეთის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.