ქუთაისში მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშება გაიმართა
FaceBook
ქუთაისში მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების მეორე სატურნირო ეტაპი გაიმართა.
გათამაშება ორ ასაკობრივ კატეგორიაში, დიდებსა და უინიორებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ვაჟებმა, ასევე მშვილდოსანმა გოგონებმაც.

დიდებში პირველი და მეორე ადგილი ქუთაისელებმა, ლაშა ფხაკაძემ და ჯაბა მოსეშვილმა დაიკავეს, რომლებიც ამავე დროს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ.

გოგონებში კი, საპრიზო ადგილები თბილისელებს ერგოთ. პირველ ადგილზე ქრისტინე ესებუა და მეორე ადგილზე იულია ლობჯანიძე გავიდნენ.

რაც შეეხება იუნიორებს, ვაჟებში პირველი ადგილი თბილისელ მშვილდოსანს, თემო მაკიევს, ხოლო მეორე ადგილი ხელვაჩაურელ მირიან წულუკიძეს ერგოთ.

გოგონებში კი პირველი საპრიზო ადგილი ბათუმელ ნინო ევგენიძეს ხვდა წილად, მეორეზე თბილისელი სალომე თუთისანი გავიდა.

საქართველოს თასის გათამაშების მეორე სატურნირო ეტაპს მშილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ხათუნა ნარიმანიძის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ქუთაისში მშვილდოსნობას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

"ქუთაისში ერთადერთი ქალბატონია ქეთევან ლოსაბერიძე, რომელიც 1980 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ის დღესაც მშვილდოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტია. ამის მიუხედავად, მშვილდოსნობას ქუთაისში ყურადღება არ ექცევა. პირველად, როდესაც გასულ წელს ჩატარდა ტურნირი, არც კი დაინტერესდა ვინმე, არა და გვერდით დგომა აუცილებელია. წლევანდელ გათამაშებაზე ჩამოვიტანეთ ფარის მასალა და ყველა ის ინვენტარი, რაც საჭიროა. მათ აქ ვტოვებთ იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს. მშვილდოსნობაში საკმაოდ დიდი წარმატებები აქვთ ქუთაისელებს და რაც უფრო მეტი იქნება ყურადღება, მით უფრო მეტი წარმატებები იქნება," - განაცხადა ხათუნა ნარიმნიძემ.

მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს საქართველოს თასის მეორე ეტაპის გათამაშება ქუთაისში ისევ ჩატარდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.