"შერიფის" მთავარი მწვრთნელი "ტორპედოზე" - ძლიერი გუნდია
FaceBook
მოლდოვის "შერიფის" წარმომადგენლებმა რამაზ შენეგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, გორან საბლიჩის შეფასებით, ქუთაისის "ტორპედო" ძლიერი გუნდია და კარგად იცის ბურთთან თამაში.

"შევისწავლეთ ქუთაისის "ტორპედოს" თამაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთელები კარგად არიან მომზადებული," - განაცხადა გორან საბლიჩმა.

"შერიფის" კაპიტნის, მატეოს სუსიჩის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის გამო, ხვალინდელი მატჩი რთული იქნება.

"ცხელი ამინდია და რთული იქნება თამაში, თუმცა მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და მჯერა, რომ შანსები არის," - აღნიშნა მატეოს სუსიჩმა.

პრესკონფერენციის შემდეგ "შერიფმა" რამაზ შენგელიას სტადიონზე მატჩის წინა ვარჯიში გამართა.

"ტორპედოსა" და "შრიფს" შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება.

საფეხბურთო მატჩი 19:30 წუთზე დაიწყება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქ აქტივისტს და ენმ-ის წევრს, ირაკლი გვალიას
ფეისბუქ პოსტების გამო სასამართლოში იბარებენ.
13:41 / 17.06.2025
სამოქალაქ აქტივისტს და ენმ-ის წევრს, ირაკლი გვალიას ფეისბუქ პოსტების გამო სასამართლოში იბარებენ.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და თერჯოლის რაიონული
სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების
მომზადების ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
12:53 / 17.06.2025
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.