ნინო ხუციბერიძემ ტყვიით მსროლელთა მსოფლიო ოლიმპიადის საგზური მოიპოვა
FaceBook
ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა, ნინო ხუციბერიძემ მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.
ქართული ტყვიის სროლისთვის მორიგი ისტორიული მიღწევა უნგრულ დიორში მოხდა, სადაც დღეს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომლის პრელუდიაც ახალგაზრდული თამაშების ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი იყო.

ამ შეჯიბრებაში ხუციბერიძე მეოთხე ადგილზე გავიდა. თუმცა, რადგან სამეულში შესულთაგან რუს იანა ენინას უკვე ჰქონდა ლიცენზია, დარჩენილი ბოლო, მესამე საგზური ხუციბერიძეს ერგო.

დიორში მასთან ერთად, კიდევ ერთი ქუთაისელი ლიზი კილაძეც გამოდის, ვინც ასევე შევიდა ფინალში. თუმცა, იქ მეორე წრეში გამოვარდა და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.


ევროპელებისთვის ეს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირი იყო და, ამდენად ნინო  ხუციბერიძემ პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულა.

დღესვე უნგრეთში ანალოგიურ სალიცენზიო ტურნირში აკაკი მოსულიშვილიც ჩაებმება, ხოლო თავად ახალგაზრდული ოლიმპიადა შემოდგომაზე არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გაიმართება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.