ქუთაისელი სპორტსმენი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში
FaceBook

ანრი ეგუტიძე წლებია ძიუდოისტია, ის 2010 წელს პოტუგალიაში გადასახლდა და 2013 წლამდე საქართველოს სახელით ასპარეზობდა.

2013 წლიდან ანრი პორტუგალიის მოქალაქეა და ამავე ქვეყნის სახელითაც ასპარეზობს.

ქართველი სპორტსმენი პორტუგალიური მედიის გარდა ბევრი ევროპული გამოცემის ინტერესის ობიექტიც არის.

"ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ევროპის ინტერნეტ-გაზეთები შენზე წერენ. ეს ერთგვარი მუხტიც არის, რომ მეტს მიაღწიო. გარკვეული მიზეზების გამო მომიხდა პორტუგალიაში წამოსვლა. სურვილი დიდია გამოვდიოდე საქართველოს სახელით, რა თქმა უნდა, თუმცა, როდის მოხდება ეს და როგორი ფორმით ჯერ არ ვიცი. სხვისი გადმოსახედიდან შეიძლება ბევრს მივაღწიე. თუმცა,  ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო ჩემს თავზე და,  ალბათ, უფრო მეტიც შემეძლო", - ამბობს ანრი. 

ევროპის თასზე ორჯერ ვერცხლისა და ერთხელ ოქროს მედალოსანი გახდა. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი სამჯერ გახდა ოქროს მფლობელი და ორჯერ ვერცხლის პრიზიორი.


ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.