ქუთაისის მერიის განათლების ღონისძიების პროგრამის "მერიის სტიპენდია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის" სამივე ეტაპი დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მე-11-ე კლასის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტებმა. დარეგისტრირდა 301 კონკურსანტი, ხოლო გამარჯვება, 9 მოსწავლემ და 10-მა სტუდენტმა მოიპოვა.