ახალი ამბები
ქურდობა, ყაჩაღობა - ხონში გაუხმაურებელ კრიმინალურ ფაქტებზე საუბრობენ
FaceBook
"ხონში და ხონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში კრიმინალური ფაქტები ხშირად ფიქსირდება, მაგრამ მალავენ.
პოლიცია თხოვს მოსახლეობას არ გაახმაურონ ფაქტი და განცხადება არ დაწერონ," - ამბობენ ხონის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქუთაისიპოსტთან"  საუბრობენ.
ნაციონალების მტკიცებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრში 9 მაღაზია გაქურდეს. ხოლო ხონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში შინაური ცხოველების ქურდობა ყოველდღიურად ხდება.
"ქუთაისიპოსტმა" ინფორმაციის გადამოწმება ადგილობრივ მოსახლეობასთან ცადა. მოსახლეობის ნაწილი კრიმინალური ფაქტების გახშირებას ადასტურებს. 
ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი სმენია. 
ხონის მუნუციპალიტეტში დამალული და გახშირებული კრიმინალური ფაქტების არსებობობას არ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ხონში კრიმინალური ფაქტების დამალვა არ ხდება და მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის მანძილზე არცერთი კრიმინალური ფაქტი არ  დაფიქსირებულა.
ანა ჯანაშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.