ახალი ამბები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის ბიურო თვითმმართველობის შენობაში განთავსდება
FaceBook
უკვე ცნობილია, რომ ქუთაისის # 48–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის ბიურო, ქუთაისის ადგილობრივი თვითთმართველობის შენობაში განთავსდება.

დიმიტრი მხეიძე 2012–2016 წლებში ქუთაისის მაჟორიტარის, გუბაზ სანიკიძის კაბინეტს დაიკავებს.

მხეიძისთვის ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ, უზურფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხი უკვე განიხილა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ.

დიმიტრი მხეიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსება მისი თხოვნით მოხდა.

"ჩემი პირადი თხოვნა იყო, რომ მანდ ყოფილიყო, რადგან უფრო მარტივი იყოს მოქალაქეებისთვის ჩვენთან კონტაქტი და ჩვენც მარტივად ვაკონტროლებდეთ ქალაქში არსებულ სიტუაციას",–განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

მხეიძისგან განსხვავებით ადმინისტრაციული შენობა მოქალაქეებთან ურთიერთობაში ბარიერებთან ასოცირდება კობა ნარჩემაშვილისთვის. ქუთაისის # 49–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის  წარმომადგენლის, ალეკო ახალაძის თქმით, ბიურო სავარაუდოდ პარლამენტთან ახლოს განთავსდება.

"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას განვიხილავთ ასეთ ადგილად. ხალხის აზრიც ვიცით, რომ თვითმმართველობის შენობაში არ არის მოსახერხებელი, იქ საშვი უნდა ამოიწერო და არის გარკვეული ბარიერები",–ამბობს კობა ნარჩემაშვილის წარმომადგენელი, ალეკო ახალაძე.

სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ექნება ბიურო კიდევ ერთ მაჟორიტარს. ქუთაისის # 47–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, გენადი მარგველაშვილის წარმომადგენელი, თემურ ლომთაძე ამბობს, რომ ბიუროსთვის ალბათ, ქალაქის ცენტრი შეირჩევა.

"ქალაქის ცენტს განვიხილავთ, რომ უფრო კარგად შევძლოთ ხალხთან კომუნიკაცია",–ამბობს თემურ ლომთაძე.

რაც შეეხება ბიუროსების დაფინანსებას, მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი ბიუჯეტი მომავალი წლიდან შემცირდება. კერძოდ, ნაცვლად 5000 ლარისა, რომელიც ბიუროებს წლის დასაწყისში ერთჯერადად, წლის განმვალობაში კი ყოველთვიურად ერიცხებოდათ, ამიერიდან ეს ციფრი 700 ლარით ნაკლები იქნება.

ჯამში, მაჟორიტარი ბიუროები 65 000 ლარის ნაცვლად, 56 600 ლარს მიიღებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.