პოლიტიკა
სიტყვების "პუტინი მკვლელია" პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ არც ამერიკაა უდანაშაულო
FaceBook
პრეზიდენტმა ტრამპმა ფოქს-ნიუსის ჟურნალისტთან, ბილ ო'რეილთან ინტერვიუში, რომელიც ეთერში დღეს, წლის ყველაზე ყურებადი სუპერ-თასის დაწყებამდე გავა, პუტინის შესახებ ისაუბრა.
ამ ინტერვიუში ტრამპმა უფრო გააორმაგა პატივისცემა პუტინისადმი - მიუხედავად იმისა, რომ მის სახელს უკავშირებენ ჟურნალისტებისა და დისიდენტების მკვლელობებს რუსეთში.
"მე პატივს ვცემ მას, ისევე, როგორც პატივს ვცემ უამრავ ადამიანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან შევძლებ საერთო ენის გამონახვას" - უთხრა ტრამპმა ო'რეილს.
ო'რეილმა წნეხი შეიტანა თავის კითხვაში და დააკონკრეტა, რომ "პუტინი მკვლელია".
დაუფიქრებლად, ისე რომ უკან არ დაიხია, ტრამპმა პუტინის რეპუტაცია შეადარა ამერიკის შეერთებული შტატების კანონგარეშე მკვლელობებს:
"არსებობენ უამრავი მკვლელები, ჩვენ გვყვანან ძალიან ბევრნი... და ამის შემდეგაც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უდანაშაულოა"?
და მერე დასძინა, რომ შეერთებული შტატებისთვის უკეთესი იქნება რუსეთთან ენის გამოძებნა, ვიდრე არა.
"თუ რუსეთი დაგვეხმარება ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც დღევანდელობის მთავარი ბრძოლაა, ეს კარგი იქნება".
ეს არ გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა ტრამპმა განზე მოისროლა პუტინის პოლიტიკური მკვლელობების თემა.
ჯერ კიდევ 2015 წლის ინტერვიუში "დილა ჯოუსთან", ტრამპს იგივე თემა აუფარეს თვალწინ, თუმცა მაშინაც მსგავსი პასუხი გასცა.
"ის კლავს ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც არ ეთანხმებიან მას" - შოუს წამყვანმა, ჯოუ სკარბორომ პირდაპირ მიუთითა.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანაც უამრავ მკვლელობას ჩადის" - იყო ტრამპის პასუხი.

მანუჩარ კაჭახიძე,
"ვაშინგტონ-პოსტზე" დაყრდნობით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.