პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს კონფერენციაზე აირჩევენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს კონფერენციაზე აირჩევენ.

ამის შესახებ პარტიის წევრი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატი, გია უკლება განმარტავს.

მისი თქმით, კონფერენციის ჩატარების თარიღი ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს კი პოლიტსაბჭოს არჩევის შემდეგ წარადგენენ.

"ნაციონალურ მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კონფერენციის ჩატარების დრო პარტიის პოლტსაბჭომ უნდა განსაზღვროს.

გია უკლება ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისის გარდა, პარტიული კონფერენციები რეგიონებში უახლოეს მომავალში ჩატარდება, სადაც პარტიული ორგანიზციების ახალ თავმჯდომარებს აირჩევენ.

"გრაფიკი უნდა შედგეს, რომელ ქალაქს თუ რაიონს როდის მოუწევს კონფერენციის ჩატარება, სადაც გადაწყდება რაიონული მმართველი ორგანოების სტრუქტურა",–აცხადებს გია უკლება.

მისივე თქმით, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

არსებული ინფორმაციით, შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციას იმერეთის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა, გიგა შუშანიამ უხელმძღვანელოს.

"გიგა შუშანია არის ჩემი მეგობარი, თანამებრძოლი, ასე რომ როგორც სხვებს, მასაც აქვს უფლება იყოს ჩვენი დიდი გუნდის წევრი. რამენადაც მე ვიცი, ოფიციალურად ის არც არასდროს გამიჯვნია პარტიას. თავმჯდომარე კი ნებისმიერი შეიძლება იყოს, შუშანიაც, უკლებაც, ბრეგაძეც და სხვაც", – აცხადებს გია უკლება.

თავად, შუშანია ირწმუნება, რომ მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განიხილება.

"დაველოდოთ კონფერენციას, რა და როგორ იქნება. ჩემი აზრით ეს საკითხი მეათეხარისხოვნია", - ამბობს იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი.

"ნაციონალების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, გია თევდორაძე პარტია "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება.

მასთან ერთად ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის მდივანმა, კოტე რატიანმა და კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. მათ შორის ქალაქის საკრებულოს დეპუტატები ამირან ძოწენიძე და დავით გოგისვანიძე არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.