პოლიტიკა
აკაკი ბობოხიძე - დამარცხება არ მიკვირს, ქუთაისმა გააკეთა თავისი არჩევანი
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნების" გამარჯვებულ კანდიდატებს გამარჯვება მიულოცეს.

ქუთაისის #49-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ, ამავე ოლქში გამარჯვებულ კანდიდატს "ქართული ოცნებიდან"დიმიტრი მხეიძეს გამარჯვება მიულოცა.

"დამარცხება არ მიკვირს, ქუთაისმა გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა ბატონ დიმიტრის მივულოცო და ვუსურვო, იყოს წარმატებული ქვეყნის, წარმატებული ქალაქის წარმატებული პარლამენტარი. მეორე ტურში გასაკვირი არ არის, როდესაც ხელისუფლებასთან აგებს ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ანალოგიურად, გამარჯვება მიულოცა კონკურენტს ქუთაისის #47-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გია თევდორაძემ.

მან 5 023 ამომრჩევლის ხმა, ხოლო მისმა კონკურენტმა "ოცნებიდან", გენადი მარგველაშვილმა 11 313 ხმა მიიღო.

რაც შეეხება, ქუთაისის # 48-ე ოლქს, აქ ხმები ასე გადანაწილდა – "ქართული ოცნება", დიმიტრი მხეიძე – 75,28% (11727) ხმა, "ნაციონალური მოძრაობა", აკაკი ბობოხიძე – 24, 72% (3851 ხმა) მიიღო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.