ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ვიზის მიღების ახალ
წესებზე
განმარტებას აკეთებს.
როგორც ცნობილი გახდა, 2026 წლიდან შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად
ცვლის სავიზო პოლიტიკას საქართველოს მოქალაქეებისთვის. 2 აპრილიდან
B1/B2 ტიპის ვიზის განმცხადებლებს შესაძლოა დაეკისროთ 15,000
დოლარამდე დეპოზიტის გადახდა, რომლის აუცილებლობასაც საკონსულო
ოფიცერი განსაზღვრავს გასაუბრების შემდეგ.
ამასთან, 21 იანვრიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა
საიმიგრაციო ვიზების გაცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მათ შორის
საქართველოსთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფად მიიჩნევა სახელმწიფო
დახმარებაზე დამოკიდებულების თვალსაზრისით. თუმცა განაცხადების მიღება
და გასაუბრებები კვლავ გრძელდება.
დამატებით, 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საპრეზიდენტო
პროკლამაცია №10998 ითვალისწინებს შეზღუდვებს 39 ქვეყნის
მოქალაქეებისთვის, რაც შესაძლოა ვიზების გაცემასა და ქვეყანაში
შესვლაზე აისახოს.
ასევე, გარკვეული არასაიმიგრაციო ვიზების განმცხადებლებს მოეთხოვებათ
სოციალური მედიის ანგარიშების საჯაროდ გახსნა შემოწმების პროცესის
გასამარტივებლად.
ამ დროისთვის, მწვანე ბარათის (საიმიგრაციო ვიზების) გაცემა სრულად
შეჩერებულია.
მასალის გამოყენების პირობები