პოლიტიკა
ქართველებს ვიზაზე $15 000-მდე გირაოს გადახდა - აშშ-ის ახალი წესი
FaceBook
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომელთა მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზების მისაღებად  სავიზო გირაოს გადახდა უწევთ.

გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდა და საქართველო კიდევ 11 ქვეყანასთან ერთად მოხვდა ამ ჩამონათვალში. ეს ქვეყნებია: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი.

სავიზო გირაო ვრცელდება მოკლევადიან ვიზებზე — კერძოდ, B1 (ბიზნეს ვიზა) და B2 (ტურიზმი ან სამედიცინო მკურნალობა).  სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.

მნიშვნელოვანია, რომ გირაოს გადახდა ვიზის მიღებას ავტომატურად არ უზრუნველყოფს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამ პროგრამის მიზანია იმ შემთხვევების შემცირება, როდესაც ვიზის მფლობელები აშშ-ში ყოფნის ნებადართულ ვადას აჭარბებენ და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.

საქართველოსა და სხვა დამატებული ქვეყნების ჩათვლით, ე.წ. „მაღალი რისკის“ ქვეყნების რაოდენობა, რომლებზეც აღნიშნული პროგრამა ვრცელდება, დაახლოებით 50-მდე გაიზარდა.

ცვლილებები ძალაში 2 აპრილიდან შევა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე
„გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ  გავრცელდება.
აგრეთვე ,  საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული
გრანტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.
13:43 / 15.04.2026
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ  გავრცელდება. აგრეთვე ,  საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული გრანტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და
ამავე დროს გმირული დღეა.
11:09 / 09.04.2026
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს გმირული დღეა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.