პოლიტიკა
გუბერნატორის ინსტიტუტი ზედმეტი რგოლია - სოზარ სუბარი
FaceBook
"ხალხის ძალის“ დეპუტატი სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სუბარის შეფასებით, გუბერნატორის ინსტიტუტი მოძველებულია და მმართველობის სისტემაში ზედმეტ ბიუროკრატიულ რგოლს წარმოადგენს, რაც გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს.

დეპუტატის თქმით, რეგიონული მართვის სფეროში უკვე ფუნქციონირებს სამინისტრო, რომელსაც ფართო უფლებამოსილებები აქვს, ამიტომ პარალელური სტრუქტურის არსებობა არაეფექტიანია.

„არ მესმის, რატომ უნდა არსებობდეს ზედმეტი რგოლები — ან ერთი უნდა გაუქმდეს, ან მეორე. ჩემი აზრით, გუბერნატორის ინსტიტუტი მოძველებულია.

გუბერნატორების უმრავლესობას პირადად ვიცნობ და პატივს ვცემ, თუმცა სამინისტროს შექმნის შემდეგ, რომელსაც დიდი ფუნქციები აქვს, ეს ინსტიტუტი უკვე ზედმეტ რგოლად მიმაჩნია“, — განაცხადა სუბარმა.

დღეს საქართველოში სულ 9 რეგიონია (მხარე), შესაბამისად — 9 სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი).
ეს რეგიონებია:
იმერეთი
კახეთი
მცხეთა-მთიანეთი
შიდა ქართლი
ქვემო ქართლი
სამეგრელო–ზემო სვანეთი
გურია
სამცხე–ჯავახეთი
რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
თითოეულ რეგიონში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს პრემიერის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი).

1996 წელს შეიქმნა „პრეზიდენტის რწმუნებული რეგიონში“ (ე.წ. გუბერნატორი) — ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი რეგიონებში.

ამ მოდელმა მცირე ცვლილებებით დღემდე მოაღწია: გუბერნატორები კვლავ ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიშნებიან და სახელმწიფო რწმუნებულებად იწოდებიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:01 / 18.02.2026
"რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები", - ამაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ისაუბრა.
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
14:47 / 18.02.2026
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.