პოლიტიკა
11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება
FaceBook
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება
სასამართლო პროცესი 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება.

ჟურნალისტის  ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენი გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჟურნალისტი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ზია ამაღლობელს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას ბრალი გადააკვალიფიცირა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:52 / 10.11.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში - არასრულწლოვანი ნანგრევებში
მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
17:23 / 09.11.2025

ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში - არასრულწლოვანი ნანგრევებში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.