პოლიტიკა
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სასამართლოს შენობაში, დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება
FaceBook
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილება  შედის.
სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.

ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

ცვლილებების მიღების შემდეგ კანონიდან ამოიღებენ პუნქტს, რომლის მიხედვითაც თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს სასამართლო პროცესის გადაღების უფლებამოსილებით, ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. კანონში აქამდე ეწერა, რომ თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევდა წილისყრის საფუძველზე.

ცვლილებების მიღების შემდეგ, სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, ვიდეო და აუდიოჩაწერა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლება. სხვა მედიებს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ამის უფლება აღარ ექნება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

მათი თქმით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია იმისთვის, რომ ცვლილებები ამოქმედდეს 2025 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, 27 ივნისამდე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების
მინისტრის თანამდებობა დატოვა - მის ადგილს მარიამ ქვრივიშვილი
დაიკავებს.
14:18 / 24.06.2025
ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა - მის ადგილს მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკულ
დანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა.
12:32 / 24.06.2025
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.