პოლიტიკა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პირველი მოადგილე დანიშნა
FaceBook
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ახალი მოადგილე თანამშრომლებს დღეს  წარუდგინა. 

მამუკა ხიმშიაშვილი კურატორობას გაუწევს: ქონების პრივატიზებისა და სასარგებლო წიაღისეულის საკითხებს, სახელმწიფო შესყიდვებს, უხელმძღვანელებს სატენდერო კომისიას, ასევე განესაზღვრა კოორდინაცია სამინისტროებთან და მათ რეგიონულ დაწესებულებებთან. გარდა ამისა, ჩაიბარა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება.

დღემდე ის იყო ქუთაისის მერის მოადგილე, 2023-2024 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, 2021-2023 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებში.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც  ლევან კიკნაველიძემ და ლევან სანიკიძემ თანამდებობები დატოვეს. ერთ-ერთ მოადგილედ გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნა. იგი დაკავებულ პოსტს მეორედ იკავებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მაღაროელები, რომლებიც მეხუთე თვეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს
მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით კიდევ ერთხელ
მიმართავენ.
13:30 / 05.07.2025
მაღაროელები, რომლებიც მეხუთე თვეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით კიდევ ერთხელ მიმართავენ.
ხარაგაულის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესების
გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.
10:00 / 05.07.2025
ხარაგაულის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესების გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.