პოლიტიკა
მედიის ცნობით, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობს
FaceBook
რუსეთის თითქმის 7-თვიანი აგრესიის შემდეგ, უკრაინა გააქტიურებული კონტრშეტევის შედეგად, ტერიტორიებს იბრუნებს.

სპეციალური ოპერაციის ძალების, „აზოვ ხარკოვის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს.

მათ კონტროლს ექვემდებარება ტერიტორია სოფელ ვესელოედან ქალაქ ვოლჩანსკამდე. რუსი ოკუპანტების უკან დახევისა და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ, ცნობები ვრცელდება დონბასიდანაც.

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქი კრემენაია დატოვეს. უკრაინული დროშები აღმართეს სტარობელსკშიც. უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკის დაბრუნების შესახებაც იტყობინებიან, თუმცა ინფორმაციას, რეგიონის სეპარატისტული მმართველობა უარყოფს.

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება ღამის ტრადიციულ მიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჯამა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობა ისადგურებს და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ ისევ მოუწოდებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.