პოლიტიკა
რუსეთმა, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა
FaceBook
რუსეთმა, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარიმ განმარტა.

„ჩვენი მონაცემებით, მათი რეზერვები უკვე განახევრებულია მას შემდეგ, რაც ისინი აქტიურად იყენებენ რაკეტებს 24 თებერვლიდან. უკვე გამოყენებულია 1000-ზე მეტი რაკეტა. უფრო ზუსტად, 1300-ზე მეტი რაკეტა", - აღნიშნა მალიარმა.

მისი თქმით, საუბარია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტებზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ამჟამად განიხილავს ბევრ სცენარს, სახმელეთო ძალების, თვითმფრინავებისა და სარაკეტო დარტყმების ტრადიციული გამოყენების გარდა.

„კერძოდ, ეს ეხება ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას, რაც არის აშკარა შანტაჟი და მთელი მსოფლიოს დაშინება,“- აღნიშნა ანა მალიარმა.


მტრის მთლიანი საბრძოლო დანაკარგები ომის დაწყებიდან 26 აპრილის ჩათვლით ასეთია.

უკრაინაში 63 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
11:02 / 31.10.2025
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა
კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების
რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია.
10:49 / 31.10.2025

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.